„ხედავენ საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი” – პაპუაშვილი

“რაც არ უნდა ჭირი მალონ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს და ეხმაურება ანა წითლიძის განცხადებას საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის კოალიციების შესახებ.

„ხედავენ საქართველოს მოქალაქეები, რომ გახარიას პარტია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი და მათთან ორკესტრირებულად მომუშავე ჯგუფი, რომლის მიზანი და ამოცანაც ამომრჩევლების დაბნევაა. სად არის დღეს გახარია? უცხოეთში. ვისგან იღებს მითითებებს? უცხოეთიდან იღებს მითითებებს. ეს არის ზუსტად „ნაცობა“ თავისი არსით. „ნაცობისთვის“ აუცილებელი კი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. „ნაცობა“ გულისხმობს იყო უცხო ძალის მარიონეტი, ასე რომ ამ მხრივ კიდევ ერთი მხილება არის, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ოჯახი“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, გახარიასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუნიციპალიტეტებში კონკრეტული კოალიციები შექმნა მაშინ, როდესაც გიორგი გახარია ფაქტს დიდი ხანია უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები