ირაკლი ღარიბაშვილმა ნოქალაქევში მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნოქალაქევში, ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მოწყობილი გამოფენა დაათვალიერა, რომელიც ეგრისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი ხალხური რეწვის ნიმუშებს გაეცნო, სხვადასხვა რაიონის ფაცხებთან შეჩერდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
პრემიერმა ეგრისობის დღესასწაულის სიმბოლურ მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს გამთლიანებას მოსახლეობას ნოქალაქევიდან მიულოცავს.