“პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” შესახებ კონკურსი გამოცხადდა, რაც იმის მოტივაციას ქმნის, რომ პროფესიულ განათლებაში გაცილებით მეტი ჩართულობა იყოს” – მათე ტაკიძე
“პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის შესახებ პროფესიულ კოლეჯ “სპექტრის” დირექტორმა, მათე ტაკიძემ, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ტაკიძემ აღნიშნა, აღნიშნული ჯილდო იმის მოტივაციას ქმნის, რომ პროფესიულ განათლებაში გაცილებით მეტი ჩართულობა იყოს.
“მცირე ხნის წინ “, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” შესახებ კონკურსი გამოცხადდა.
მოგეხსენებათ, ეს კონკურსი 2017 წლიდან დაიწყო და მისი მთავარი სპონსორი “გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდი” გახლავთ, გარდა ამისა, მთავარი მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო,
კონკრეტულ მიმართულებაზე სპეციალური ჯილდოები დაწესებული აქვს საქართველოში ისრაელის საელჩოს, პროფესიული უნარების სააგენტოს, ბიზნესასოციაციას
და საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, ეს ჯილდო იმის მოტივაციას ქმნის, რომ
პროფესიულ განათლებაში გაცილებით მეტი ჩართულობა იყოს, გაცილებით მეტი მოტივაცია
გვქონდეს. ეს პროფესიული უნარების, ეროვნული ინტერესების კიდევ
უფრო გაძლიერებაა. ჯილდოს დაარსების დღიდან დღემდე კონკურსში ბევრი კოლეჯი მონაწილეობს, ძალიან ბევრი საინტერესო ჯილდო გაიცა.
კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება სექტემბრამდე გრძელდება.
ნებისმიერ მსურველს, საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით მოღვაწე ოპერატორებს შესაძლებლობა ექნებათ, ამ ჯილდოს მიღებისთვის იბრძოლონ. მთელი წლის განმავლობაში გაკეთებული მიმართულებები საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნონ. ძალიან საინტერესო მიმართულებებია: წლის საუკეთესო პროგრამა, წლის საუკეთესო პედაგოგი, წლის საუკეთესო მასწავლებელი, წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორი. სპეციალური ჯილდო აქვს
დაწესებული საქართველოს პარლამენტს, რომელიც ქვეყანაში ინკლუზიური განათლების განვითარებას ეხება”- განაცხადა მათე ტაკიძემ.
ცნობისთვის, “პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის” შესახებ კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა.
” კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“, რომელიც მერვედ გამოცხადდა, წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას პროფესიული განათლების განვითარებასა და ბიზნესთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ხსენებულ კონკურსში დაარსებიდან სპეციალურ ჯილდოს აწესებს.
წელს, სააგენტოს სპეციალური ნომინაცია გახლავთ, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელიც გამოირჩევა განხორციელების თავისებურებებით და ბიზნესთან, თუ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკით და შედეგებით.
აღნიშნული ნომინაცია ემსახურება ქვეყანაში, ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას, ასევე პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას.
ჯილდოს კონკურსის შესახებ ძირითადი ნომინაციები, დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ: https://millennium.org.ge/geo/projects/detailed/6 “- წერია პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.