გიორგი ვოლსკი – კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას

“კადრებში ჩანს, რომ ადამიანები, ვინც პროტესტს გამოხატავდნენ, არ იყვნენ აგრესიულები და არ მიმართავდნენ ისეთ ექსტრემისტულ პროცესებს, როგორც საქართველოში ვიხილეთ,” – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ ვსაუბრობთ ორმაგ სტანდარტზე. დანიის შიდა საქმეებში არ ვერევით, მითუმეტეს, მათ ძალიან მკაფიოდ გამოაცხადეს, რომ ეს იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები და დანიის პოლიციამ იმოქმედა ისე, როგორც ჩათვალა საჭიროდ. მათი აზრით, ისე არ უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, ან პოლიციამ, როგორც თვლის საჭიროდ.

ევროპული ფასეულობები და სტანდარტი არ გულისხმობს ადამიანების ფიზიკურ დაზიანებას, როგორც ვიხილეთ კადრებში. ძაღლების გამოყენების თემა არის ერთ-ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან იქ არ იყო მხოლოდ ძაღლები, რომლებიც ყეფენ, იქ ჩვენ ვიხილეთ ძაღლები, რომლებიც კბენენ ადამიანებს.

მარტო კოპენჰაგენში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ქალაქში, მაგალითად პარიზში 12 ადამიანი გარდაიცვალა, როდესაც პოლიცია შესაბამის ზომებს იღებდა პროცესის მართვისთვის. მსგავსი ვიხილეთ ბერლინში, ასევე, ჰოლანდიაში ცხენოსანი პოლიცია შეერია მომიტინგეებს, იყო მანქანის დაჯახების ეპიზოდებიც, რომლებიც ასევე ტელევიზიით ვიხილეთ“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები