ნინო წილოსანი: არ ვგულშემატკივრობ ისეთ გრანტებს, რომელიც ქვეყანაში იწვევს არეულობას

“არ ვგულშემატკივრობ ისეთ გრანტებს, რომელიც ქვეყანაში იწვევს არეულობას,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, „დღის ქრონიკაში“ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„ყველა გრანტს აქვს თავისი წარმოშობის, ქვეყნის ინტერესი და თუ, სამწუხაროდ აქამდე ვხედავდით, რა ინტერესს ატარებდა აღნიშნული გრანტები ალბათ ახლაც, ერთი მოქალაქის გადმოსახედიდან ნამდვილად არ ვგულშემატკივრობ ისეთ გრანტებს, რომელიც ქვეყანაში იწვევს არეულობას, ახალისებს ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებას, შუღლსა და ნერგავს ისეთ არაქართულ პრინციპებს, რომელიც წარმოუდგენელია, ჩვენმა ერმა რაღაცნაირად შეისისხლხორცოს.
ამიტომ, ძალიან დროულად მოხდა უკურეაქცია როგორც ხალხის მხრიდან, ასევე შესაბამისად ჩვენ, როგორც არჩეული პოლიტიკოსების მხრიდან და დაინიცირდა ზუსტად ის ინიციატივები და კანონები, რომელიც დაიცავს ქართველ ერს გადაგვარებისგან და იმ არასწორი პრინციპების დანერგვისგან, რომელიც სტუმართმოყვარე ქვეყანას არ შეიძლება ჰქონდეს დევიზი – ჩაუფურთხე ვიღაცას. ეს იყო მთლიანად ტურისტული სექტორის, ნებისმიერი ვიზიტორისთვის და ამ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევისთვის გაჟღერებული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, 10 ივნისს, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. ბრიტანეთის საელჩოს განცხადების თანახმად, მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები