ირაკლი ქადაგიშვილი – მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მარიონეტის როლს ასრულებდა

„მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მარიონეტის როლს ასრულებდა და, როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა საგარეო შეკვეთა არა საქართველოს ინტერესებს, არამედ გლობალური ომის ინტერესებს შეესაბამებოდა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღო და ახლა ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს დაზიანება სწორედ ამ პროცესით უნდათ. ჯერ ამბობდნენ, სააკაშვილს კლავენ, აწამებენო და დივერსიული საექიმო აქტები მოაწყვეს, მაგრამ დღეს ამბობენ, რომ დამნაშავეა, მაგრამ ჩვენი დამნაშავეა და უნდა გაათავისუფლოთო. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, დელეგიტიმიზირებული იყოს და საქართველო მათთვის მისაღები მხოლოდ მარიონეტული მმართველობით არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები