“ეს არის ორმაგი სტანდარტი შვედურად და ვხედავთ – ცალკეული ბიუროკრატიული სტრუქტურები გვეუბნებიან, რომ რაც კარგია მათ ქვეყანაში, ცუდია საქართველოში” – იონათამიშვილი

“ეს არის ორმაგი სტანდარტი შვედურად და ჩვენ ვხედავთ, ცალკეული ბიუროკრატიული სტრუქტურები გვეუბნებიან, რომ რაც კარგია მათ ქვეყანაში, ცუდია საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.

“ეს არის კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტების, რაც გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან არც ჯანსაღ ურთიერთობებთან აქვს რაიმე საერთო და არც დემოკრატიულ პროცესებთან. პირიქით, როდესაც ჩვენ ორმაგ სტანდარტს ვხედავთ, ჩვენს საზოგადოებაში ეს ყოველთვის სწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ რასაკვირველია, ანტიდემოკრატიული რესურსებით მოქმედება ქვეყანაში არის მიუღებელი და დაუშვებელი. სწორედ ამით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები