ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოეწყო სპორტული აქტივობები და მხიარული სტარტები, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები