სოფელ ცერონისში გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ცერონისში გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.
,,სოფელ ცერონისში მიმდინარეობს გზების მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: გზის ერთ მონაკვეთზე ასფალტბეტონის, ხოლო მე-2 მონაკვეთზე ცემენტბეტონის საფარის მოწყობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მე-2 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც უკვე მოწყობილია გზის სავალ ნაწილზე ცემენტბეტონის საფარი და მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა ქვიშახრეშოვანი ნარევით.
პროექტის ფარგლებში პირველ მონაკვეთზე დაიგება 403 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის საფარი, ხოლო მე-2 და მე-3 მონაკვეთზე კი 944 გრძივი მეტრი ცემენტბეტონის საფარი, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”,- წერია ინფორმაციაში.