ნინო ფოჩხუა: ის შეთავაზება, რაც ივანიშვილმა ქალბატონ დანიგანს შესთავაზა, რომ მის მაგივრად შეხვედროდა პრემიერ-მინისტრს და ელჩმა ამაზე უარი თქვა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეჭვი, რომ ეს იყო შანტაჟი
“ვერ გაიგეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აყენებს პირად ინტერესს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა, არა და ამის მაგალითი ჰქონიათ. მისი ეს უარიც არგუმენტებით არის გაჯერებული”- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებაზე წერს, რომლითაც ამერიკის საელჩოს უპასუხა.
მისივე თქმით, საქართველო ბედნიერია რომ ივანიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა.
“ვერ გაიგეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აყენებს პირად ინტერესს სახელმწიფო ინტერესზე მაღლა, არა და ამის მაგალითი ჰქონიათ. მისი ეს უარიც არგუმენტებით არის გაჯერებული.
ის შეთავაზება, რაც ივანიშვილმა ქალბატონ დანიგანს შესთავაზა, რომ მის მაგივრად შეხვედროდა პრემიერ-მინისტრს და ელჩმა ამაზე უარი თქვა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეჭვი, რომ ეს იყო შანტაჟი.
ხშირად ვფიქრობ, რა ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, ასეთი კაცი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, სათავეში უდგას და იცავს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ჩვენთვის უმძიმეს პერიოდში. მე ღრმად მწამს, რომ მისი სახელი შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში არა მარტო როგორც უდიდესი ქველმოქმედი, არამედ როგორც ქვეყნის გადამრჩენელი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი.
კიდევ ერთხელ მადლობა მას”- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.