ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ, მკაცრად და პრინციპულად დააყენა საკითხი – პირად ინტერესებს არასდროს აურევს სახელმწიფოებრივში და არასდროს დააყენებს საკუთარ კეთილდღეობას, საქართველოს უსაფრთხოების საპირწონედ
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ქადაგიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ, მკაცრად და პრინციპულად დააყენა საკითხი, რომ პირად ინტერესებს არასდროს აურევს სახელმწიფოებრივში და არასდროს დააყენებს საკუთარ კეთილდღეობას, საქართველოს უსაფრთხოების საპირწონედ.
„ “ჟონგლიორობა” ამერიკულად.
ცალი ხელით, დამოუკიდებლობას გვილოცავს ტრამპი და ცალით, ყოფილი თუ მოქმედი ელჩების ხელით გაფუჭებული, უამრავი საქმის გამოსწორების მაგიერ, ამერიკული მხარე კვლავ მუქარანარევი ტონით გველაპარაკება?!
ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ, მკაცრად და პრინციპულად დააყენა საკითხი – პირად ინტერესებს არასდროს აურევს სახელმწიფოებრივში და არასდროს დააყენებს საკუთარ კეთილდღეობას, საქართველოს უსაფრთხოების საპირწონედ.
შარშანაც ჰქონდა ამერიკულ მხარეს, მსგავსი მცდელობა, შანტაჟის მცდელობის გზით მიეღო სასურველი და უარით გაისტუმრა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს კი იმავეს იმეორებენ ერთი განსხვავებით და პარადოქსით – დაასანქცირეს
მმართველი პარტიის თითქმის მთელი შემადგენლობა, მთავრობა, საჯარო პირები, დეპუტატები და ასე უტიფრად მოდიან, ფორმალობასაც აღარ კადრულობენ, მთავრობის მეთაურის გვერდის ავლით ცდილობენ, საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას?!
ტრამპს კარგად ესმის, ბიზნესის ენა. ამ ენაზე კი, ორი მხარე შესათანხმებლად, გარკვეული პირობებითა და ღირებულებითი თანხვედრებით იწყებს საუბარს.
საქართველოს მთავრობამ ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გააკეთოს და ამ “ჟონგლიორობას” ხისტად უპასუხოს – როდის გააუქმებს ამერიკა სანქციებს და რა ფასს, როგორი სახით გადაიხდის შტატები, საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვაში?!
ბოლო-ბოლო, ჩვენ აქა ვდგავართ და არსად ვაპირებთ გადასახლებას, ხოლო შტატები ოკეანის გაღმიდან მოდის და მათი ამხელა ექსპედიცია, თუ წარმატებით უნდათ დაამთავრონ, შესაბამისი ფასი არ უნდა გადაიხადონ?!
ეს ორი მთავარი საკითხი უნდა დააყენოს საქართველომ და მათი პასუხიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, ღირს საერთოდ რამე შეთანხმებაზე საუბარი?!
P.S.
ერთიც, თუ შტატების მხრიდან, საქართველოს ფასზე წამოიწყებენ საუბარს, აქაც მკაფიო პასუხია საჭირო – საქართველომ 30 წლის განმავლობაში ფიზიკურად, ქართველი ვაჟკაცების სიცოცხლით გადაიხადა, ამერიკული “ოცნების” საფასური და სამაგიერო დღემდე არ მოგვითხოვია.
დღეს კი ბოდიში,
გინდა კარგია – უნდა გერგებოდეს!“-წერს ზურაბ ქადაგიძე.