ხულოში, აჭარის საარქივო სამმართველოს მიერ, დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ხულოში, აჭარის საარქივო სამმართველოს მიერ, დავით მამულაძის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
,,ღონისძიებაზე, დავით მამულაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ,,დავით მამულაძის ცხოვრება და ღვაწლი” და ,,რწმენით გავლილი გზა” აუდიტორიის წინაშე თამაზ ფუტკარაძე და სერგო დუმბაძე წარდგნენ.
დავით მამულაძე 1944-1948 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად, 1951-1954 წლებში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, 1954-1961 წლებში აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნად, 1968-1970 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.