დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილმა წარსულშიც არაერთხელ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარება და მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ელჩთან არ შეხვედრა, სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული

„აშშ-ს ელჩთან არ შეხვედრა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო ინტერესების საპირწონედ ფულს არ აყენებს და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე არავისთან წავა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ ამერიკულ მხარეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მზაობა არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე, აშშ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე, რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მზად არ არის.

„ბიძინა ივანიშვილმა წარსულშიც არაერთხელ განაცხადა, რომ შანტაჟს არ დაექვემდებარება და მისთვის სახელმწიფო ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ის სახელმწიფო ინტერესების საპირწონედ ფულს არ აყენებს და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საკითხებზე კომპრომისზე არავისთან წავა.
აშშ-ს ელჩთან არ შეხვედრა,ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამერიკული მხარისგან მოლაპარაკების არასწორი ფორმა იყო შერჩეული, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა, ქვეყნის პირველი პირი პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძეა, ამერიკული მხარე სწორედ მოქმედ პრემიერს უნდა ესაუბროს და არა ბიძინა ივანიშვილს, რომლის ქონების ნაწილი დაყადაღებულია და შესაძლოა მოლაპარაკებებში შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული. სამწუხაროდ ამერიკულ მხარეს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მზაობა არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე, აშშ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე, რეალური ნაბიჯების გადასადგმელად მზად არ არის!“-წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები