ზურაბ ქადაგიძე – ტრამპის მოლოცვასთან დაკავშირებით ვახტანგ ხმალაძის განცხადებაზე: ტრამპის ნათქვამი პროტოკოლი ყოფილა და რუბიოსი, შინაარსი; ამათი ლოგიკით – ჯო უილსონი აბსოლუტური ჭეშმარიტება იქნება
„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კონსტიტუციონალისტი – ვახტანგ ხმალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალოც წერილს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ სტანდარტულ მილოცვად აფასებს და ამბობს, რომ „მარკო რუბიოს მილოცვაში კი უკვე დევს შინაარსი და ეს შინაარსია მნიშვნელოვანი“.
ქადაგიძის თქმით, ქართველი რესპუბლიკელები ჩვეულებრივი ” პეტრუშკები” არიან და დიდად არ განსხვავდებიან ბოკერიასეულ, “სიფათისეული ჟონგლიორობის” ინტელექტისგან.
„ღმერთო ჩემოო…
სულ ვამბობდი, რომ ქართველი რესპუბლიკელები, ჩვეულებრივი ” პეტრუშკები” არიან და დიდად არ განსხვავდებიან, ბოკერიასეულ, “სიფათისეული ჟონგლიორობის” ინტელექტისგან…
თქვენ კიდევ, (სახელებს არ ვიტყვი) წლების წინ მიმტკიცებდით, ქართველი რესპუბლიკელები, ძალიან “პრადვინუტი სასტავიაო”…
არა და – ტიპებს აკვირდები, ჩვეულებრივი, ოხრახუშის კონები არიან!
P.S. ტრამპის ნათქვამი პროტოკოლი ყოფილა და რუბიოსი, შინაარსი. ნუ, ამათი ლოგიკით – ჯო უილსონი აბსოლუტური ჭეშმარიტება იქნება!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.