ზურაბ ქადაგიძე ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილზე: აბა არავინ აღიარებსო? ჰე ახლა, მოიფიქრეთ რამე რადიკალებო, თორემ დაგენგრათ, აგურ-აგურ ნაშენი ხუხულა
“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს ეხმიანება.
ქადაგიძე რადიკალებს მიმართავს, რამე მოიფიქრონ, თორემ დაენგრათ აგურ-აგურ ნაშენები ხუხულა.
“აბა არავინ აღიარებსო?
ჰე ახლა, მოიფიქრეთ რამე რადიკალებო, თორემ დაგენგრათ, აგურ-აგურ ნაშენი ხუხულა…
სალომეს არ გააგებინოთ, თავისი გაჭირვება ეყოფა…” – წერს ზურაბ ქადაგიძე.