დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვაზე: ვიკიპედიაში, კატეგორიაში “საკონტროლო გასროლა” – აშკარად ცვლილებებია შესატანი

“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისთვის დამოუკიდებლობის დღის მილოცვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ვიკიპედიაში, “საკონტროლო გასროლის” განმარტებაში ცვლილებებია შესატანი.

“ვიკიპედიის კატეგორიაში “საკონტროლო გასროლა” – აშკარად ცვლილებებია შესატანი. დღეიდან საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით უამრავი გაჭირვებული ისარგებლებს – რა თქმა უნდა, ამ “არალეგიტიმური” მთავრობის ხელში ჩავარდნილი ბიუჯეტის ხარჯზე…
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს: „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, – ნათქვამია მისალოც წერილში.” – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები