გია აბაშიძე: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისადმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი, “ქართული ოცნების” ე.წ. არცნობის საკითხი მკაფიოდ გაქრა და გამოიკვეთა ვაშინგტონის სურვილი თანამშრომლობის არეალის გაფართოებაზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილს ეხმიანება და ამბობს, რომ „ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი, “ქართული ოცნების” ე.წ. არ ცნობის საკითხი მკაფიოდ გაქრა და გამოიკვეთა ვაშინგტონის სურვილი თანამშრომლობის არეალის გაფართოებაზე“.

მისივე თქმით, საქართველოსადმი მავნებლურად განწყობილი კოლექტიურ ჯო უილსონებს მოუწევთ “მესიჯბოქსის” გადაწყობა. თურმე ჰქონია ეფექტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თეთრ სახლში გაგზავნილ ღია წერილს და საქართველოს პარლამენტის განცხადებას ე.წ. “მეგობარი აქტის” დაგმობაზე.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისადმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი, “ქართული ოცნების” ე.წ. არ ცნობის საკითხი მკაფიოდ გაქრა და გამოიკვეთა ვაშინგტონის სურვილი თანამშრომლობის არეალის გაფართოებაზე.
საქართველოსადმი მავნებლურად განწყობილი კოლექტიურ ჯო უილსონებს მოუწევთ “მესიჯბოქსის” გადაწყობა. რა დღეში იქნება თვითმარქვია პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მისნაირთა ნაცკლასტერი, ადვილი წარმოსადგენია.
თურმე ჰქონია ეფექტი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თეთრ სახლში გაგზავნილ ღია წერილს და საქართველოს პარლამენტის განცხადებას ე.წ. “მეგობარი აქტის” დაგმობაზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო აპრილში, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავასთან საქმიანი შეხვედრები აშშ-ში.
🇺🇸დონალდ ტრამპმა დაწერა:
“ბატონო პრეზიდენტო,
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.
ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.
სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები