ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევით შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციისა და მეხანძრე-მაშველების ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.