მერცი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობები საწყის ეტაპზეა და შესაძლოა თვეები გაგრძელდეს.

„ჩვენ არ გვაქვს ილუზიები. სწრაფი გამოსავალი არ არსებობს. ეს არის პროცესი, რომელიც ახლახან დაიწყო და შეიძლება კიდევ მრავალი კვირა, შესაძლოა თვეებიც კი დასჭირდეს“, – აღნიშნა მერცმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა აქტიურად ცდილობს დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევას.

„ჩვენ ნამდვილად არ ვუშვებთ ხელიდან დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის არცერთ შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამას მოკლე დროში ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები