მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი მუზეუმების თანამშრომლებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი მუზეუმების თანამშრომლებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.

საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მერმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება კულტურის მიმართულებით იგეგმება, ასევე მიიღო ინფორმაცია მუზეუმის თანამშრომელთა საჭიროებების შესახებ.
“მინდა ჩვენი მხარეთმცოდნეობის, გოგლა ლეონიძისა და რევაზ ინანიშვილის სახელობის მუზეუმების ყველა თანამშრომელს მივულოცო პროფესიული დღე.
უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის, შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.
გისურვებთ წარმატებებს და გპირდებით თანადგომას”, – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები