უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში დღეს დაიწყება

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში დღეს, 16 მაისს დაიწყება.

აღნიშნული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თურქეთში გუშინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეების შეხვედრა უცნობი მიზეზების გამო გადაიდო.

მოსალოდნელია, რომ სტამბოლს ასევე ეწვევიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები