მაია ნიკოლეიშვილი: დადგინდა, რომ მკვლელობა საფერფლეთი ჩაიდინეს
სასამართლო-სამედიცინო ექპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაში როგორც დამოუკიდებელი ექპერტი, ისეა ჩართული, გაზეთ “ქართულ სიტყვასთან“ პრაქტიკიდან ერთ-ერთ მაგალითს იხსენებს.
„ლენინგრადში ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა. მამაკაცის საყვარელმა გაიგო, რომ ამ კაცის ცოლი ორსულად იყო. ორსული მოკლა. თავდაპირველად მკვლელობა ქმარს ბრალდებოდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ქმრის საყვარელმა ცოლს თავში ბროლის წახნაგოვანი საფერფლე ჩაარტყა. ასეთი საფერფლე ისეთ კვალს ტოვებს, რომ მახსოვს, თავის ქალის ზომებს ვიღებდი და საფერფლეს ვადარებდი და დადგინდა, რომ მკვლელობა საფერფლეთი იყო ჩადენილი“,-აცხადება მაია ნიკლეიშვილი.
რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციას, ნიკოლეიშვილის თქმით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის მთავარი მიზანი დაზიანებების, განსაკუთრებით კი ძვლოვანი ქსოვილების დაზიანების დადგენაა. რაც შეეხება რბილ ქსოვილებს, ექსპერტი აცხადებს, რომ, “ სასამართლო მედიცინის წესით და კანონით, რბილი ქსოველების დაზიანება ვეღარ ვნახოთ“.