ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა და პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მეცხრე ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა წარმოადგინა.

მისი თქმით, საბჭო პარტიის 15 წევრისგან ყალიბდება და თანამდებობრივად შედის პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მასში ასევე შედიან:

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი.

ვიცე-პრემიერი ვახტანგ გომელაური.

ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

პარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.

პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები