მარკო რუბიო – წიაღისეულის შესახებ შეთანხმება ომის დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო მიიჩნევს, რომ ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმება ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შეთანხმებას – ეს არის ჩვენი საერთო კეთილდღეობის ეტაპობრივი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ომის დასრულებისკენ”,- წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს.