ფაშინიანი – სომხეთი რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას არ აპირებს

სომხეთს არ აქვს რუსეთთან ურთიერთობების გამწვავების, გაწყვეტის ან გაფუჭების განზრახვა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას იცავს, არ აშენებს და წარმოაჩენს თავის საგარეო პოლიტიკას ერთი მიმართულებით, არამედ ცდილობს იპოვოს და შექმნას სწორი ბალანსი.

 

“ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არის და უნდა იყოს დაფუძნებული ორმხრივ ინტერესებზე. ჩვენ გვსურს და ეს ლოგიკურია, რომ კარგი ურთიერთობები გვქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. გარდა ამისა, გვსურს ურთიერთობების დარეგულირება ჩვენს რეგიონის ქვეყნებთან – აზერბაიჯანთან, თურქეთთან, გვსურს ურთიერთობების გაუმჯობესება მეზობლებთან – საქართველოსთან, ირანთან. რა თქმა უნდა, გვსურს ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირთან“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები