თამარ ჩიბურდანიძე: ნაციზმისა და სააკაშვილის დიქტატურის მთავარ პროპაგანდისტს დღეს ევროპული ორგანიზაცია პრემიას გადასცემს სიტყვის თავისუფლების დარგში – ამაზე დიდი ანეკდოტი გსმენიათ ვინმეს?

„ევროპული ორგანიზაციები აგრძელებენ მსოფლიოს გაოცებას თავისი „დემოკრატიული” გადაწყვეტილებებითა და „ფასდაუდებელი” პრემიებით. დღეს კიდევ ერთი სიახლე გავიგეთ – „დოიჩე ველეს” თამარ კინწურაშვილი სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიით დაუჯილდოებია”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.

მისი თქმით, ნაციზმისა და სააკაშვილის დიქტატურის მთავარი პროპაგანდისტისთვის ევროპული ორგანიზაციის მიერ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემიის გადაცემა დიდი ანეკდოტია.

„ეს ის კინწურაშვილია, ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხარდამჭერთა ფეისბუქგვერდები თავისუფალი სიტყვის გამოხატვისთვის რომ მიაბლოკა და საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, ცალმხრივი პროპაგანდით წარმართა სოციალურ ქსელებში.

ეს კიდევ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც კინწურაშვილმა ჩაიდინა იმ სისხლიანი რეჟიმის პერიოდში. ნაციზმის და სააკაშვილის დიქტატურის მთავარ პროპაგანდისტს დღეს ევროპული ორგანიზაცია პრემიას გადასცემს სიტყვის თავისუფლების დარგში – ამაზე დიდი ანეკდოტი გსმენიათ ვინმეს?

ამ ინფორმაციის შემდეგ, უახლესი ისტორიის ევროპელი დიქტატორი პრეზიდენტების ისტორიები გამახსენდა. ნეტავ, მათ რას ერჩოდნენ? თუ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რომელ რეჟიმს ემსახურები? ევროპა იმიტომ გვხიბლავდა, რომ გვეგონა, მართლა სიტყვის თავისუფლებას იცავდნენ, ესენი კი თურმე საკუთარი „პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებას” იცავენ. თუკი თამარ კინწურაშვილს სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია ეკუთვნის, მაშინ ევროპელები ჩაუშესკუს რაღას ერჩოდნენ? ერთი დიქტატურის პროპაგანდისტი იყო და არის დღესაც, მეორე კი – თავად დიქტატორი”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები