“კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მოვისმენთ იმ ყოველდღიურობასთან დაკავშირებით, რომელიც იყო რეჟიმის დროს, ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი” – მაჭავარიანი

“კომისიის დღევანდელ სხდომაზე ჩვენ მოვისმენთ იმ ყოველდღიურობასთან დაკავშირებით, რომელიც იყო რეჟიმის დროს, ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

მისი თქმით, საზოგადოება კიდევ უამრავ ასეთ საქმეს მოისმენს.

“სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ყველას ვერ მოვისმენთ იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში კომისიამ წლობით უნდა იმუშაოს იქიდან გამომდინარე, რომ ათიათასობით ოჯახი ჰყავთ დაჩაგრული, ნაწამები, ბიზნესი აქვთ წართმეული მათთვის“, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები