ბორის ჩოჩიევის სახლთან ხელყუმბარა აფეთქდა

    ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბორის ჩოჩიევის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამთენიისას ხელყუმბარა აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქებას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. თიბილოვმა საგამოძიებო ორგანოებს, აფეთქების გამოძიების მიზნით, სპეციალური ჯგუფის შექმნა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები