თანამედროვე ბანქოს ისტორია — რას ნიშნავს სიმბოლოები და ფიგურები

ბანქო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია მთელ მსოფლიოში, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი ფესვები შორი წარსულიდან მოდის და თანამედროვე სახე დროთა განმავლობაში სხვადასხვა კულტურის გავლენით მიიღო.

ბანქოს ისტორია მე-9 საუკუნის ჩინეთიდან იწყება. ითვლება, რომ სხვადასხვა თამაშისას ჩინელები იყენებდნენ ბარათებს, რომელთა ასოებიც მონეტებსა და ფინანსურ სიმბოლოებს განასახიერებდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ბანქოს თანამედროვე კონცეფცია.

მონღოლთა იმპერიის გავლენით, კარტის თამაშები შუა აზიასა და ისლამურ სამყაროში გავრცელდა. მე-14 საუკუნეში ეს გართობა ევროპაშიც გამოჩნდა, სადაც, ადგილობრივი კულტურების მიხედვით, ბარათის დიზაინები და სიმბოლოები შეიცვალა.

კარტის ოთხი სიმბოლო – ფრანგული სისტემა

ევროპაში კარტი სხვადასხვა ფორმით არსებობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ფრანგული სისტემა გახდა ყველაზე გავრცელებული. სწორედ ფრანგებმა შექმნეს ოთხი ძირითადი ნიშანი:

გული – სიმბოლო, რომელიც სასიყვარულო და სულიერ საკითხებთან ასოცირდება;

აგური  – აღნიშნავს ფინანსურ სიმდიდრეს და ვაჭრობას;

ჯვარი  – სიმბოლო, რომელიც გლეხობასა და სოფლის მეურნეობას უკავშირდება;

ყვავი  – სამხედრო ფენა და არისტოკრატია.

სწორედ ეს სიმბოლოები ჩამოყალიბდა მე-15, მე-16 საუკუნეებში და დღემდე უცვლელად გამოიყენება.

ფიგურები და მათი მნიშვნელობა

კარტის მეფე, დედოფალი და ვალეტი ევროპის სხვადასხვა მონარქებისა და ისტორიული პირების მიხედვით შეიქმნა. მაგალითად, ზოგიერთი ვერსიით, მეფის კარტები ცნობილი მმართველებს – დავითის (ყვავი), კარლოს დიდის (გული), ალექსანდრე მაკედონელის (ჯვარი) და იულიუს კეისრის (აგური) განასახიერებენ.

სათამაშო კარტები ადრე ხელით იბეჭდებოდა, რაც მათ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტად აქცევდა. თუმცა, 19-ე საუკუნეში მასობრივი ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებამ კარტი ხელმისაწვდომი გახადა. ამერიკული კომპანიები, როგორიცაა „Bicycle“ და „Bee“ სტანდარტიზაციის პროცესში ჩაერთნენ და დღეს ჩვენთვის ნაცნობი კარტის დიზაინი ჩამოაყალიბეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები