უკრაინის დელეგაცია აშშ-ს უახლოეს დღეებში ეწვევა

უკრაინის დელეგაცია მალე ეწვევა შეერთებულ შტატებს წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მოსალაპარაკებლად,- ამის შესახებ ბლუმბერგთან ინტერვიუში აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტი გაიმართება ამ კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში, რათა განიხილონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება.

„უკრაინელებმა დაიქირავეს ადვოკატი, შეთანხმება მზადაა აშშ-ის მხრიდან. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და სამშვიდობო პროცესისთვის”,- განაცხადა ბესენტმა.

როგორც მედია იტყობინება, 28 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით აშშ-დან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს როგორც შეერთებული შტატების, ასევე უკრაინის ეროვნულ ინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები