„ფერის, სინათლისა და მედიტაციის ანარეკლი“ – ებრაელი მხატვრის – კარინა ლუმიერის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, თანამედროვე ებრაელი მხატვრის, კარინა ლუმიერის პერსონალური გამოფენა – „ფერის, სინათლისა და მედიტაციის ანარეკლი“ გაიხსნა.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართულ-ებრაული მეგობრობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ისრაელის გარდა, კარინა ლუმიერის გამოფენები 2020-2024 წლებში გაიმართა ესპანეთში (ბარსელონის ხელოვნების ბაზრობა), მონაკოში (მონაკოს ხელოვნების ბაზრობა), იტალიაში (ტურინის ებრაული მუზეუმი), გერმანიასა (მიუნხენის ხელოვნების ბაზრობა) და ავსტრიაში (ქალაქ დორნბირნის ხელოვნების ბაზრობა, „ბოდენის ტბის ხელოვნება“).
lifestyle holding-ის ორგანიზებით გამართული გამოფენა, რომლის კურატორია მარინა აბულაძე, 10 აპრილის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები