რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.