არჩილ გორდულაძე „ნაცმოძრაობის” არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე: ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელოს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება

“ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელოს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება”,- ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე გამოკვეთილია მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც ქმნის საფუძველს, რომ სარჩელი შევიდეს.

„უდიდესი მტრული დამოკიდებულებების და პირდაპირ კანონის, კონსტიტუციის უხეში დარღვევით ქმედებების გამო ეს პარტიები და ის ადამიანები, რომლებიც ამ პარტიების საქმიანობაში არიან ჩართულები, რა თქმა უნდა, კანონ გარეშეა. შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შევიდეს და საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელოს, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ჩვენ ამის გჯერა.

ერთი საკითხია აქ აუცილებლად, რომ საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას უკვე გამოკვეთილია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ქმნის საფუძველს, რომ სარჩელი შევიდეს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები