ვლადიმერ ბოჟაძე “მეგობარ აქტზე”: ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით მძიმე მემკვიდრეობა დაეტოვებინა პრეზიდენტი ტრამპისთვის

“ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით მძიმე მემკვიდრეობა დაეტოვებინა პრეზიდენტი ტრამპისთვის,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებთ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ელოდება.

“ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით მძიმე მემკვიდრეობა დაეტოვებინა პრეზიდენტი ტრამპისთვის, ახლაც ეს ის ადამიანები არიან, ვინც, თავის დროზე მოახდინეს ამ აქტის ინიციირება და შეუერთდნენ ის ადამიანები, ვინც თავიდანვე უსამართლოდ იყვნენ ჩვენდამი განწყობილნი. ველოდებით, ადმინისტრაციასთან გადატვირთვას და ასეთი აქტის მიღება, ვგულისხმობ კომიტეტში მიღებას, რა თქმა უნდა, ახალ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს”, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა “მეგობარ აქტს”, რომელიც გუშინ დახურულ რეჟიმში განიხილეს. “მეგობარი აქტი” საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები