გორის მუნიციპალიტეტმა სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა
გორის მუნიციპალიტეტმა, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამედროვე ტიპის ავტობუსები გადასცა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
,,გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულოედანი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სპორტულ წრეებში ჩართულ მოზარდებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს მიულოცეს ახალი ავტობუსები და სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ახალი ავტობუსები მოემსახურება სააგენტოს აღსაზრდელებსა და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, როგორც საქართველოს, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სააგენტოში სხვადასხვა სპორტის სახეობას 3 000-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება.
ახალგაზრდა სპორტსმენები გასვლით ტურნირებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ”,- წერია ინფორმაციაში.