ინციდენტებზე რეაგირების მართვის სწავლება დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ბაზაზე ინციდენტებზე რეაგირების მართვის სწავლება დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შვედეთის სამეფოს საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ჰუმანიტარულ განაღმვაში მაღალი დონის წვრთნას ჩაუტარებენ.
ინციდენტებზე რეაგირების მართვის სამკვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. ტრენინგის ფარგლებში, საინჟინრო ბრიგადის 12 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა ქვეყნის ჭურვებისა და ნაღმების სახეობებს, ასევე, მათი განადგურების მეთოდებს შეისწავლის.
წვრთნები ნატოს ნდობის ფონდის (NATO/PFP Trust Fund) პროექტის „საქართველო IV“ ფარგლებში, შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები