ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ფესტივალების, კონკურსების, გამოფენებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის პროგრამას მიმდინარე წელსაც აგრძელებს
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელსაც აგრძელებს ფესტივალების, კონკურსების, გამოფენებისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის პროგრამას”,- ამის შესახებ, ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, წელიწადში ერთხელ.
,,პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება მერის სახელზე;
2. იდენტობის დამადასტურებელი ყველა სახის დოკუმენტი (პირადობის მოწმობის ასლი, საიდენტიფიკაციო ნომერი და ასე შემდეგ.);
3. პროექტი (ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი);
4. ორგანიზაცია/განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
პროექტების დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა ხდება კომისიური წესით, ყოველი კონკრეტული პროექტის შესწავლის საფუძველზე.
პროგრამის ადმინისტრირებას და კონტროლს უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახური.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – 577514151 .
ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერის პროგრამა,
კულტურისა და არაფორმალური განათლების განვითარება, სტიმული, მოტივაცია და მაგალითია სხვა მოქალაქეებისათვის.
პროგრამის მიზანია მოქალაქეების მეტი ჩართულობა, მათი ინიციატივებისა და იდეების განხორციელება, კულტურისა და ხელოვნების სფეროს განვითარების მხარდაჭერა, ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა და განვითარება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.