ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საქართველო, ბიუროკრატიის ეფექტიანობით, ევროკავშირის 13 ქვეყანას უსწრებს

ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი მსოფლიო ბანკის კვლევას “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო, ბიუროკრატიის ეფექტიანობით, ევროკავშირის 13 ქვეყანას უსწრებს.

“კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი “მსოფლიო ბანკისაგან”: 2020 წლის 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა.

„მმართველობის ეფექტურობის“ შეფასებისას (სადაც საქართელოს შეფასება ისტორიულ მაქიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდო 7 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას, მათ შორის, 5 კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღანიშნავია Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც საქართველო კონკრეტულად “სახელმწიფო ბიუროკრატიის” მიმართულებით შეაფასა : 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ზედმეტი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.
საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და, ზედიზედ მესამედ, შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 16-ე, ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა.

საქართველო ბიუროკრატიის ეფექტიანობით უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი.

ამასთან, უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ნიდერლანდები, ირლანდია, ავსტრია, ესპანეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ლატვია, და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2008-2012 წლებში საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით 62.5 პროცენტის დონეზე იყო გაყინული რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა”, -წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები