გიორგი ცუცქირიძე: ბელარუსს, პრაქტიკულად, არ ჩაუკეტავს ეკონომიკა და ვარდნა წლის ბოლოს ჩვენზე მეტი ექნება

“ბელარუსს, პრაქტიკულად, არ ჩაუკეტავს ეკონომიკა და ვარდნა წლის ბოლოს ჩვენზე მეტი ექნება”, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, როცა გლობალური შოკია და გლობალური ეკონომიკა იკეტება, ერთი ქვეყანა ჩაკეტავს, თუ არა ეკონომიკას, ვარდნა მაინც იქნება.

„ოპტიმისტურ სცენარებში ჩანს რა –  წლის ბოლოს ეკონომიკის ვარდნა, სავარაუდოდ, იქნება 6-7 %-ის ფარგლებში. საინტერესოა, რომ ბელარუსში, რომელსაც არ ჩაუკეტავს ეკონომიკა, ეკონომიკის ვარდნა ჩვენზე ცოტა მეტიც კი იქნება, დაახლოებით, 8-9 %/. აქედან რა დასკვნა შეიძლება – შენ ჩაკეტავდი, თუ არ ჩაკეტავდი ეკონომიკას, პრინციპულად მნიშვნელობა არ ჰქონდა, როცა გლობალური შოკია და გლობალური ეკონომიკა იკეტება, ხდება მიწოდების ჯაჭვების მთლიანი წყვეტა. ეს არის მთავარი. ჩაკეტავდი, თუ არა ეკონომიკას, ვარდნა მაინც გექნებოდა.
ყველა შეხედულება, რომელიც ვითარდება საქართველოში და, ძირითადად, ოპოზიცია ახმოვანებს, არის პრინციპულად არასწორი, ვითომ, იმის გამო იყო ვარდნა აპრილსა და მაისში, რომ ჩაკეტილი ვიყავით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ბელარუსს, პრაქტიკულად, არ ჩაუკეტავს ეკონომიკა და ვარდნა წლის ბოლოს ჩვენზე მეტი ექნება. ეს ყველა ავტორიტეული საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზია. რა იქნება მომავალი – თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ანუ ეკონომიკის ეტაპობრივი ამოქმედება და გლობალურმა პანდემიამაც დაიწყო გადავლა, არ შემობრუნდა, ჩვენ 2021 წელს საკმაოდ კარგი ზრდა გვექნება, იგივე რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით. დაახლოებით, ერთნაირი ზრდა გვექნება,  4-5%-ია პროგნოზი 2021 წელს.
ჩანს, რომ ყველა სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაცია თავის გათვლებში პოზიტიურად ასახავს საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯებს, რაც გადაიდგა. გლობალური პანდემიის შემოტევისას ეკონომიკის ჩაკეტვა, ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ვყოფილიყავით და ვართ დღესაც. მეორეც – პოსტკრიზისული პერიოდისთვის რა ნაბიჯებიც გადაიდგა: იყო სოციალური დახმარების პაკეტები, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტები, ეს ყველაფერი პოზიტიურადაა შეფასებული. რეალურად, ეკონომიკა უკვე იქოქება. ვხედავთ ეკონომიკის ამუშავებას, მთელი რიგი სექტორები გაიხსნა.
თქვენი ინტერესი იქნება, ზოგადად, რა უნდა გაკეთდეს უფრო მეტი მომავალში: ჩვენ უნდა ვიაროთ მეტი თვითკმარობისკენ, თუ ეკონომიკა დამოკიდებული იყო იმპორტზე, ეს უნდა შემცირდეს. ჩვენი ეკონომიკა ზედმეტად იყო გადახრილი მომსახურების სექტორებისკენ, პირველ ყოვლისა, ტურიზმისკენ, ესეც უნდა დაბალანსდეს. რით უნდა დაბალანსდეს? – ეს არის ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდა”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები