„გალერია თბილისში“ დაკვამლიანება იყო

0

„გალერია თბილისში“ დაკვამლიანება იყო.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იყო გამოძახება ძლიერი დაკვამლიანების გამო. მათივე ცნობით, დაიწვა გამწოვი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოხდა ხალხის სრულად ევაკუაცია.

,,შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.

ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა,”-  აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი