სვანეთში, თეთნულდზე დაკარგულ სამ ტურისტს ეძებენ

სვანეთში სამ უცხოელ ტურისტს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ ტურისტები თეთნულდზე გაუჩინარდნენ და ისინი ბელარუსები არიან.

„შეტყობინება შემოვიდა, რომ სვანეთში, თეთნულდზე სამი ტურისტი დაიკარგა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სვანეთში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, როდესაც ტურისტების ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი ტურისტი ჯგუფის წინ წავიდა, რის შემდეგაც ისინი მათთან ერთად ჯგუფში მყოფ ტურისტებს აღარ უნახავთ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მეხანძრე მაშველები ადგილზე რჩებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ სამი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება და საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები