ათენში ანტისაოკუპაციო გამოფენა და ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა

ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში”  ანტისაუკუპაციო გამოფენა და ორი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
თორნიკე კოპლატაძის ფილმი – „დევნილობის 9 წელიწადი” გადაღებულია 2017 წელს, ლონდონში, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში; მეორე ფილმი იყო თაკო რობაქიძის დოკუმენტური ფილმი  – „მცოცავი უკუპაცია’’.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩა იოსებ ნანობაშვილმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ, ათენის განათლების და კულტურის ცენტრის „კავკასიის“ ხელმძღვანელმა ავთანდილ მიქაბერიძემ და არქიმანდრიტმა თეიმურაზ-სინესიოს კალანდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები