უბედური შემთხვევა ჭიათურაში – დენის დარტყმის შედეგად მოზარდი დაიღუპა

ჭიათურაში, მღვიმელის ქუჩაზე 14 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი აბაზანაში შედიოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და ადგილზე გარდაიცვალა.
მოზარდი ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები