ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შესული მამაკაცი დაიხრჩო (ვიდეო)

ქობულეთში, ზღვაში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ზღვიდან მამაკაცი უკვე გარდაცვლილი გამოიყვანეს.
მამაკაცი ადგილობრივი იყო და საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა, ძლიერი ტალღების გამო კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ვიდეო: “ტვ 25”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები