დენის დარტყმის შედეგად, შეკვეთილში მამაკაცი დაიღუპა

შეკვეთილში უბედური შემთხვევა მოხდა – ელექტროტრავმის შედეგად, სახლის მშენებლობაზე მამაკაცი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ცემენტმზიდის ნაწილი ელექტროსადენს გამოედო და მაღალი ძაბვის გამო, ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები