“რასაც დავით ქაცარავა საოკუპაციო ხაზთან „პატრულირებით“ აკეთებს, სიტუაციის დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის”

“რასაც დავით ქაცარავა საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვართან „პატრულირებით“ აკეთებს, სიტუაციის ექსკალაციას ახდენს და დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ქაცარავა ამ ყველაფერს პოლიტიკური ქულების მოსახვეჭად აკეთებს“, – აცხადებს საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი და სამხედრო ანალიტიკოსი დავით ნემსაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც გამოცემასთან დავით ნემსაძე აღნიშნავს, დავით ქაცარავას მონაწილეობა არ მიუღია 2008 წლის აგვისტოს ომში და არც ცხინვალის ომში.
მისივე თქმით, დავით ქაცარავას არ უბრძოლია არც აფხაზეთის ომში.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, დავით ნემსაძეს საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საზღვართან, დავით ქაცარავას „პატრულირება“ საეჭვოდ მიაჩნია.
ამასთან, ანალიტიკოსი ამბობს, რომ დავით ქაცარავა, რომელსაც სამშობლოს დასაცავად ერთი ტყვიაც არ უსვრია, რა უფლებით ატარებს სამხედრო ფორმას?!
„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქაცარავას აქტიურობა არავის უნახავს. მას ცხინვალის ომში მონაწილეობა არც 1990-იან წლებში მიუღია, აფხაზეთშიც არ უომია და საერთოდ რა უფლება აქვს, სამხედრო ფორმას ატარებს? ჯარისკაცის მუნდირის ტარებას დამსახურება სჭირდება, ქაცარავას კი, როგორც ჩანს, თავი პოდიუმზე ჰგონია. ალბათ ვერც კი აცნობიერებს, რომ საოკუპაციო ხაზთან ანუ ე.წ. საზღვართან „პატრულირებით“, სიტუაციის ესკალაციას ახდენს და დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს პოლიტიკური ქულების მოსახვეჭად აკეთებს. ამასთან, დავით ქაცარავა პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ დღეს იგი პლაცდარმს ქმნის იმისთვის, რათა ხვალ პოლიტიკაში მოვიდეს! პირადად ვაცხადებ, რომ რასაც დავით ქაცარავა აკეთებს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან მის ქმედებებს ნებისმიერ დროს შეიძლება სერიოზული პროვოკაცია მოჰყვეს, ქვეყანა ახალ საომარ კონფლიქტში აღმოჩნდეს და კიდევ ახალი ტერიტორიები დავკარგოთ“, – აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი დავით ნემსაძე გაზეთ  „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები