მამუკა არეშიძე არჩილ ტატუნაშვილზე: რასაკვირველია, ბიჭი მოკლეს, თანაც მოკლეს წამებით

რასაკვირველია, ბიჭი მოკლეს, თანაც მოკლეს წამებით. ამის ასე დატოვება არ შეიძლება, – ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს.
არეშიძე თვლის, რომ შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა, მათ შორის – არაოფიციალური ზომებიც უნდა გამოიყენოს…
„რასაკვირველია, ბიჭი მოკლეს, თანაც მოკლეს წამებით. ამის ასე დატოვება არ შეიძლება! მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატით, ასეთი პრობლემები ვერ მოგვარდება! ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა, მათ შორის – არაოფიციალური ზომებიც უნდა გამოიყენოს… საჭიროა საერთაშორისო აქტივობები, რათა ინიციატივები ჩვენს მხარეს იყოს. თუ არ გვექნება სათანადო რეაქცია, ოკუპანტები და მათი მარიონეტები კიდევ უფრო გათავხედდებიან. არ შეიძლება, ეს შერჩეთ“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები