„არ შეცდეთ, არ მიხვიდეთ! არ დარეკოთ!“

„არ შეცდეთ, არ მიხვიდეთ! არ დარეკოთ!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს დღევანდელ ნომერში სტატიას სთავაზობს.
გამოცემა 3 მარტს დაანონსებული კონცერტის შესახებ საუბრობს, სადაც დედის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიება პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მხარდაჭერით უნდა გაიმართოს.  გამოცემა საზოგადოებას მიმართავს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ კონცერტს არ დაესწრონ.
„კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 14 წლის განმავლობაში, 3 მარტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ საზოგადოებას კეთილი საქმის გარშემო აერთიანებდა, წელს კი საქველმოქმედო ფონდის მეგობრები „იავნანასა“ და კეთილ საქმეს თვითონ მიუძღვნიან კონცერტს“ – წერს „ასავალ-დასავალი“
ამავე სტატიაში აღნიშნულია, ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რის გარშემოც მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე დაიკითხა.
საგამოძიებო უწყება არკვევს, თუ როგორ ხარჯავდა ფონდი „იავნანა“ საქველმოქმედო კონცერტების შედეგად შემოსულ ფინანსებს.
„როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, ბურჭულაძის ფონდმა 2012 წელს სააკაშვილის ეკონომიკის სამინისტროს 100 ათასი დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ მისგან სამისდღემჩიო საქველმოქმედო ვალდებულებებით დატვირთული ქონების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების უფლება გამოესყიდა.
დიახ, ძვრფასო მკითხველო, არაფერი გეჩვენებათ – საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ 100 ათასი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ საქველმოქმედო ვალდებულებებისგან თავი დაეღწია.
როგორ ფიქრობთ, ეს თანხა პაატა ბურჭულაძემ საკუთარი ჯიბიდან გაიღო? რა თქმა უნდა, არა! საქველმოქმედო ვალდებულების მოსახსნელად 100 ათასი დოლარი საქველმოქმედო ფონდიდან, ანუ ისევ და ისევ მოქალაქეების მიერ გაღებული შემოწირულობებიდან იქნა გადახდილი!
დიახ, პაატა ბურჭულაძის ფონდმა ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად მოქალაქეების მიერ „იავნანას“ შესაწირ ყუთში ჩაგდებული ფული იმისათვის გადაიხადა, რომ ქველმოქმედების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულიყო, და ამ ყველაფრის შემდეგ, ლამაზად გაფორმებული აფიშა გვაუწყებს, რომ ამა წლის 3 მარტს თბილისის ფილარმონიაში ფონდ „იავნანას“ მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება სლოგანით – „სიკეთისათვის იავნანასთან ერთად“ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები