„ქვა ავიღე, როცა წაიქცა, დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო“ – ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება”

გაზეთი „კვირის პალიტრა“ თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოწმედ დაკითხვისას, ლადო გრიგალაშვილმა აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა, თუმცა შემდეგ ჩვენება შეცვალა.
“მართალია, ადვოკატი ირწმუნება, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა როგორც შევიტყვეთ, მოწმედ დაკითხვისას, გრიგალაშვილმა აღიარა, რომ გოგონა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. თითქოს დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ანა შავ „ბე-ემ-ვეში“, უსიამოვნო ვითარებაში ნახა და უნდოდა გაერკვია ეს ამბავი, მაგრამ ანი იმ დღეებში მამამ სოფელში წაიყვანა და ვერ ნახა. იმ ღამით კი, სახლიდან რომ გამოიყვანა და ჰკითხა, ვისთან დადიხარო, გოგონამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი. ამის შემდეგ „ბე-ემ-ვე“ უხსენა და როცა ანი შეეპასუხა, – მისმა სიტყვებმა გონება დამიბნელა, ქვა ავიღე, თავში ჩავარტყი, წაიქცა და მერე დანა რამდენჯერმე ჩავარტყიო, აღიარა ბრალდებულმა, თუმცა ეს ჩვენება მან უკვე შეცვალა და ბრალდებულად დაკითხვისას, დუმილის უფლება გამოიყენა” – წერს “კვირის პალიტრა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები