ავარია ქობულეთში მსხვერპლით დასრულდა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
როგორც “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები